თამაშის წესები

მაგიდის გახსნა.
მაგიდის გახსნი შესაძლებელია ღილაკით „მაგიდის გახსნა“. რის შემდეგაც ამოვა ფანჯარა, სადაც შესაძლებელია მაგიდის პარამეტრების კონფიგურაცია. მაგიდის სახელი, თამაში ქულამდე.
კარტის დარიგება.
თამაშში, კარტის დასტა შედგება 36 კარტისგან. 6 დან A(ტუზის) ჩათვლით. თამაშის დაწყებისას ყოველ მოთამაშეს ურიგდებათ 6 კარტი. დასტის ბოლო კარტის ფერი ხდება კოზირი. დასტის ბოლო კარტი ხდება ხილული ორივე მოთამაშისთვის. თამაშის მიმდინარეობისას მოთამაშეებს პერიოდულად ემატებათ კარტი, თუ მათი კარტების რაოდენობა 6 ზე ნაკლებია. თუ მოთამაშეს ყავს 6 ზე მეტი კარტი, მაშინ მას კარტი არ ემატება. დასტიდან კარტი პირველი ემატება იმ მოთამაშეს რომელიც პირველი ჩამოვიდა, კარტი ურიგდება ჯერ ერთ მოთამაშეს, შემდეგ მეორეს.
კარტის ჩამოსვლა.
მოთამაშეს შეუძლია ჩამოვიდეს ნებისმიერი კარტი, თუ იგი ჩამოდის პირველ კარტს. შემდეგი სვლებისას მოთამაშეს შეუძლია ჩამოვიდეს მხოლოდ იმ წონის კარტი, რომელიც უკვე დევს მაგიდაზე. კარტის გაჭრა.
მოთამაშეს შეუძლია კარტის გაჭრა, ისეთი კარტით რომელიც ფერში ემთხვეა მოწინააღმდეგის მიერ ჩამოსულ კარტს, ხოლო წონით აღემატება მასე. მაგ: 9 გულის გაჭრა შესაძლებელია 10 გულით. ასევე შესაძლებელია კარტის გაჭრა კოზირით. მოწინააღმდეგის კარტზე თუ ჩამოვალთ კოზირს იგი ჩაითვლება გაჭრილად. ამ შემთხვევაში არაა აუცლებელი ჩვენი კარტის წონა მეტი იყოს მოწინააღმდეგის მიერ ჩამოსულ კარტზე.
კარტის აღება.
თუ მოწინააღმდეგის მიერ ჩამოსულ კარტს ვერ მჭრით, ამ შემთხვევაში უნდა ავიღოთ კარტი, კარტის აღება შესაძლებელია განუსაზღვრელი რაოდენობით. კარტის აღების შემდეგ სვლა ისევ მოწინააღმდეგის იქნება.
კარტის წასვლა.
კარტის წასვლა არის შემთხვევა როდესაც ჩვენის სვლაა, მაგრამ არ გვყავს შესაბამისი კარტი რომ ჩამოვიდეთ. ანუ დაფაზე არ დევს კარტი, რომლის წონის კარტიც ხელში გვიკავია. ან არ გვინდა თამაშის გაგძელება და იმ კარტის ჩამოსვლა რომელიც ხელში გვიკავია. ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია გამოვიყენოთ კარტის წასვლა, რის შემდეგაც კარტი გახდება უქმი, და გავა თამაშიდან. კარტის წასვლის შემდეგ სვლა გადაეცემა მოწინააღმდეგეს.
თამაშის მოგება, წაგება.
ქულის მოსაგებათ საკმარისია დილერის დასტაში კარტის რაოდენობა იყოს 0 ხოლო ჩვენს ხელთ არსებული კარტის რაოდენობაც გახდეს 0. ასეთ შემთხვევაში მოთამაშე გამარჯვებულია და მას ენიჭება 1 ქულა. ყოველ თამაშს გააჩნია ქულები, რომეცილ აღნიშნავს რამდენ ქულამდეა თამაში. საკმარისი ქულების დაგროვების შემთხვევაში მოთამაშე იგებს თამაშს.

ID
მაგიდის სახელი
ქულა
PLAY
რეგისტრაციის დრო
CRATE TABLE
NAME
POINT